- ეს სერვისი საინტერესოა მცირე თუ მსხვილი მეწარმეებისათვის, ვინც უკვე აწარმოებს და ქმნის პროდუქციას და სურს ყოველგვარი სწავლების გარეშე მისი პროდუქცია განთავსდეს ამაზონის პლატფორმაზე. Amazon Export Hub-ის გუნდი უზრუნველყოფს ბაზრის ანალიზს, ანგარიშის და განცხადების შექმნას, ლოჯისტიკური პროცედურების უზრუნველყოფას და ამერიკის საწყობებში ტვირთების დასაწყობებას.
- დაახლოებით ერთ თვეში ჩავაბარებთ მეწარმეს გამზადებულ ანგარიშს, ე.წ “ლისტინგს” და საწყობებს სადაც იქნება დასაწყობებული მისი პროდუქცია.
- შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც ამერიკულ, ასევე კანადურ, გერმანულ, პოლონურ, ფრანგულ, შვეიცარიულ და ავსტრიულ ამაზონის საწყობებთან ერთად.