Amazon FBA

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს Amazon FBA, Private lebeling-ის სრულს შესწავლას. კურსის მიზანია მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისთვის რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე ააშენოთ საკუთარი გრძელვადიანი ბიზნესი. კურსი მოიცავს 4 დღიან მასტერკლასს, სადაც მიიღებთ ინფორმაციას ამაზონზე ვაჭრობის სრული ციკლის და პროცედურების შესახებ.  კურსი მოიცავსშემდგომში 2 თვიან პრაქტიკულ მეცადიონეობას, AEH გუნდი პასუხისმგებლობას იღებს დაგეხმაროთ იქამდე სანამ არ გაიგზავნება და აისახება თქვენი არჩეული პროდუქტი ამაზონზე.

უფრო დეტალურად კურსში განხილული ძირითადი საკითხები:

  1. დაიწყე ბიზნესი Amazon-ზე

გაიგე, როგორ მუშაობს Amazon-ის უზარმაზარი მარკეტი, რატომ არის ის დომინანტი და რა შეგიძლიათ გააკეთოთ რომ მიიღოთ სარგებელი და განავითაროთ თქვენი ბიზნესი.

  1. შესაძლებლობები მარკეტზე

ისწავლე როგორ დაიწყო ბიზნესი ამაზონზე. პროდუქტის შერჩევა, ფასების ოპტიმიზაცია, პროდუქტის გაგზავნა ამაზონის საწყობში

  1. რა არის საჭირო იმისთვის რომ გაყიდოთ პროდუქტი ამაზონზე

კურში დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას Amazon FBA-ის პროგრამის შესახებ

  1. კონკურენტული ანალიზი

გაიგებთ თუ როგორ უნდა მოიძიოთ მომგებიანი პროდუქტები, მიიღებთ რჩევებს საინტერესო ნიშებზე და იმ პროდუქციათა კატეგორიებზე რომელთა დამზადებაც შესაძლებელია საქართველოში, ასევე გაიგებთ როგორ გააგზავნოთ პროდუქცია ჩინეთიდან პირდაპირ ამაზონის საწყობში

  1. პროდუქტის ლისტინგის ოპტიმიზაცია: Amazon SEO, შეფასებების მიღება და ფასწარმოქმნის სტრატეგია

მიიღებთ ცოდნას თუ როგორ მოიპოვოთ წამყვანი პოზიციები ამაზონის შიდა საძიებო სისტემაში. როგორ მიიღოთ პირველი შეფასებები მომხმარებლისგან და როგორ განსაზღვროთ კონკურენტული, ამავდროულად მომგებიანი ფასის სტრატეგია

  1. სარეკლამო სტრატეგიები Amazon-ზე

გაიგეთ ყველაფერი Amazon PPC და Amazon-ის დასპონსორებულ პროდუქტებზე, იმისთვის რათა მოკლე დროში დაიწყოს თქვენი პროდუქტის გაყიდვები

  1. მთავარი რჩევები რაც უნდა გავითვალისწინოთ ამაზონზე გაყიდვის დროს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ

მიიღეთ დეტალური ინფორმაცია პროდუქტის წარმოჩენასა და ბრენდინგზე, როგორ ავირიდოთ თავიდან მარაგების ამოწურვა, Amazon-ის რომელი მთავარი წესები არ უნდა უგულებელვყოთ

  1. შეჯამება

კურსის მთავარი უპირატესობაა რომ ტრენინგს ატარებს პრაქტიკოსი ტრენერი, მსმენელს საშუალება აქვს დასვას კითხვები უმცირეს დეტალებზეც კი და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია


2 thoughts on “Amazon FBA

  1. გამარჯობათ, კურსის საფასური მაინტერესებს და ასევე ზუსტი დრო. როდის ჩატარდება და რამდენი ხანი გასტანს თითო ლექცია.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s